საემიგრაციო მომსახურება - ბინადრობა (მუდმივი, დროებითი), მოქალაქეობა

  • შრომითი ბინადრობა (დროებითი) 
  • უძრავი ქონების მეშვეობით ბინადრობა (დროებითი)
  • საინვესტიციო ბინადრობა (მუდმივი)
  • სასწავლო ბინადრობა (დროებითი)
  • ბინადრობა ოჯახის გაერთიანების მიზნით (დროებითი ან მუდმივი)

შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ბიზნესის დაწყების შემთხვევაში ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე:

  • რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს წლიური ბრუნვა არის შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე მეტი.

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უძრავი ქონების მეშვეობით გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მისი ოჯახის წევრებზე:

  • თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს უძრავ ქონებას (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ამ შემთხვევაში განსაზღვრულია ერთ წლიანი ბინადრობა, რომელიც საბოლოოდ შეიძლება გახდეს უვადო.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მისი ოჯახის წევრებზე:

  • რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია საქართველოს ტერიტორიაზე.

სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა:

  • იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  (უნივერსიტეტი/სკოლა).


ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა:

  • იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაცემულია ბინადრობის ნებართვა. ასეთ დროს მის ოჯახის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს ბინადრობის უფლება იმ ვადით, რა ვადაც ვრცელდება მისი ოჯახის წევრზე (არანაკლებ 6 თვისა). ოჯახის წევრებად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არიან მეუღლეები, შვილები (18 წლამდე).