ბუღალტრული მომსახურება
ბიზნესის გამართულად ფუნქციონირება წარმოუდგენელია საბუღალტრო საქმიანობის სწორად წარმართვის გარეშე, კომპანია Consultings Group-ის კვალიფიციურ პერსონალთა ჯგუფი უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვას, რაც თავიდან აგაცილებთ რისკებსა და საფრთხეებს
ბუღალტრული მომსახურება მოიცავს:
- კონსულტაცია საგადასახადო სფეროში
- კონსულტაცია საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში
- კონსულტაცია საფინანსო სფეროში
- ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
- საბუღალტრო პროგრამის შერჩევა/ინტეგრაცია საქმიანობის სფეროს შესაბამისად
- სააღრიცხვო სისტემის შემუშავება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად
- ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვა
- საბრუნავი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების მოძრაობის აღრიცხვა
- დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა
- პერსონალის ხელფასების აღრიცხვა
- კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა
- რეალიზაციისა და შესყიდვების აღრიცხვა
- მატერიალური და არამატერიალური ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
- კაპიტალის ცვლილებების აღრიცხვა
- შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო ანგარიშგების მომზადება
- დეკლარაციების წარდგენა
- საბიუჯეტო გადასახადების კალკულაცია
- საქმიანობის სფეროს შესაბამისად პირველადი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება
- მენეჯერული ინფორმაციის მომზადება მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება
- ბუღალტერიის მონიტორინგი
- საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება